პოეზია · ლირიკა
სექტემბერი რას მღერის
ცხრათვალა მზით ნაფერი,ცხრა მთა გადმონაფრენი,ლერწამ-ლელის ცხრა ღერითსექტემბერი რას მღერის?საგალობელს სწავლისას,სადიდებელს შრომისას.არ მოსცდეთო წამითაც,მზისკენ გიხმობთ შორი გზა!მაღალ მწვერვალებამდესულ ტკბილი ხმით რეკავდნენწიგნებს ნაზიარევიცოდნის ოქრო ზარები.ბეჯითს, გამრჯე მეგობარს,რომ შევუქებთ მარჯვენას,ზარმაცს ისიც ეყოფასირცხვილად და სასჯელად.ასე წკრიალ-წკრიალით,ასე ტია-ტიათითავს დაგფრენდნენ ფრიალითფრთაშესხმული ფრიადი.ცამ ღრუბელი გაშოროთ,ეს დღე არ ღირს უთქვენოდ.სიყვარული სამშობლოსსაქმით უნდა უჩვენოთ!