↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

პრესა

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-135 წთ საკითხავი95280 ნახვა

—
ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“
ომი სიმშვიდეს, ომი რუტინას!ზაჰესი ღამეს ელვარედ ლესავს.ვარსკვლავებს სძინავთ,გრიგალსაც სძინავს,მთებს სძინავთ,მაგრამ არ სძინავს პრესას.მანქანასთან ვწერ.ღამეა. ზრუნვასერთი ლაქაც არ ამეასედებს,როტაციონის მანქანა ბრუნავსდა ხვალისათვის რაზმავს გაზეთებს.მწყობრი მანქანაგრგვინვას მოიღებს,თითქო ბრძოლის დროს ჭექდეს მხედარი,თუ ცოცხალი ხარ - ხმა ამოიღე,სამარეს მიდი, თუ ხარ ცხედარი!ვით ჩქერი მდორესსჭრის და ერევა,მორევს ღამისას სძრავს ეს ჭენება,ასე შეხვდება ერთმანეთს ნგრევა -ძველის ნგრევა და ახლის შენება.პრესა აქ უდრისმერანზე უმალს...პრესასთან ვცხოვრობთ, პრესასთან ვყივით...ძველი ცხოვრების ყოველ სასთუმალსპრესა აღვიძებს ახალი სხივით.ყოველი სოფლის მიწას და ტატნობსგამოფხიზლება უნდა ახაროსტემპი! - მოესმის ქარხნებს და მადნებს,ტემპი! - მოესმის ტყეს და მაღაროს.ველებზე მისითღელავს თივები,მანქანა მიაქვს სახლის ოდენა.ტემპი! - მიჰყვირის კოლექტივები,ტემპი! - ძაგძაგებს ელექტროდენი.აქ წყალვარდნილიაგავს ნიაგარს,იქ მძიმედ მიდის ალაზნის არხი,ეძლევა ბუჩქებს მტკიცეს და მაგარსელექტროძარღვი, სიცოცლის ძარღვი.განა ჯერ ისევათი წლის წინათ,როს პირზე ეკრათ მარქსი, ბებელი,ბურჟუაზიას პრესა და ბინაარ ჰქონდა ჩვენში ხელუხლებელი?ხელუხლებელიარ იყო განა,ველად ნაშთები ფეოდალობის?მემამულეებს ეჭირათ ყანა -ნიშანი ძველთა მეფეთ წყალობის.მდიდრებს უმღერდაპრესა, პოეტიც,როს საქართველოს - გზად გასადები, -ვით კალონიას სწვდენ უცხოეთისბურჟუაზიის ავაზაკები.ელვის სისწრაფით,ვით კინო-ლენტი,წინანდელ პრესის გაიჭრენ დღენი.პრესა, შენ ვითომ სინათლეს ჰფენდი,მაგრამ რა იყო ცხოვრება ჩვენი?ანთებდა ხმლის დადანების წვერიგაპარტახებულ ქოხსა და კარავს,ჩამოძონძილი, ავი, მშიერიხმა აყრუებდა მიდამო-შარას:დაჰკარი, დაჰკარ!ის ქართველია,ეს სომეხია, ის თათარია.იქნებ მუშაა, იქნებ გლეხია.რა ვქნათ? სხვა რჯულის ბინადარია.რა ხანა იყო!ძმამ ძმა არ ინდო,მიწის გაჰქონდა პრესას ზანზარი,როს შოვინიზმის ცეცხლი დაინთოდა ეროვნული შუღლის ხანძარი.პრესა მდიდრებისიყო მორჩილი,სისხლში სცურავდა ქუჩა ნაგები...ვინ ეცემოდა ყელგამოჭრილი?მხოლოდ ღარიბი და ღატაკები!და შერცხვენილიგზის მეწამულისიბრძოდა პრესა გაუტეხელი,რომ მეფაბრიკეს და მემამულესმარადის სავსე დგმოდათ ბეღელი.ისევე მდიდრებსდა მხოლოდ მდიდრებსთვით პოეზიის ართობდა ჩანგიაქ კი მონობა მშრომელთ აფითრებს,და დიად მიზნებს ედება ჟანგი.აივსო ციხეკომუნარებით,იწვის სოფელი აჯანყებული:აქ აზიისკენ გაჭრილ კარებითორი გზა იყო დაჯახებული.ნამდვილ პრესას კიედო ბორკილი.ისე გადახდა მტერს ერთი ასად,როგორც დაღლილი და დაჯორგილიიხუთებოდა პრესასთან მასა.ტალღები მისი არა სცხრებოდა,დინამიტები ხან იქ და ხან აქიმუქრებოდა, ემზადებოდა,მოუწოდებდა მებრძოლს, ამხანაგს.ბოლოს მრისხანემზემ ამოხეთქადა გადალეკამძიმე სურათი,ახალმა ძარღვმა დაიწყო ფეთქვა:რევოლუციურად.რევოლუციურპრესამაც აგრემძლავრად შემოჰკრა და მტვრად აქციამლიქვნელი პრესის ციხე-სიმაგრე,შავი ცხოვრება და რეაქცია.ეს იყო თვალისდახამხამება -მომენტი რისხვის და წყევლა-კრულვის,როცა უფსკრულში მიდის წამება,და აუწერელს იწვევს სიძულვილს.ის საქართველოგაქრა მონების,გზა მისდევს მთაში კლდეებს ფრიალოს,რომ იქ სიმართლის გაბატონებისწითელი დროშა ააფრიალოს.მიწა სახალხოარის ქონება,სასახლეებიც მისია სერზე.ერთ ერს ნურას დროს ნუ ეგონებარომ გაბატონდეს მეორე ერზე.სჭედს პრესა კედლებს,სვეტებს და თაღებს,მას მოაქვს რკინა, ფოლადი, კირი, -დღეებს სიახლით აიარაღებს,როგორც დამკვრელი და შრომის გმირი.ახლა ვერავინგაანადგურებსსაქართველოში დარისდარებას,ფერო-მარგანეცს და ელსადგურებს,მსხვილ ინდუსტრიის განვითარებას.ღიაა შუბლი,ღიაა მკერდი,რომელს აჩნია ბევრი ჭრილობა,მრავალთმრავალი ჰქუხს, როგორც ერთი:მარჯვედ, პირდაპირ! ძირს გულგრილობა!ჩვენი პრესა დგასხელაღმართულითავის უსივრცოდ დიდ ასპარეზზე,უზარმაზარი ააქვს სართულიინდუსტრიალურ ხე-ტყის არეზე.მძიმე ბორბლებს რომაბრუნებს ღვედი,მსოფლიოს უნდა გახდეს მფლობელი.მისით მეტყველებს მშრომელთა ბედიმისი ქალაქი, მისი სოფელი.არის სიახლედა მოძრაობააპობდეს გრიგალს, კლდესა და ღრესა,პრესას არ უყვარს ტბა და ჭაობი,მუდამ სიცოცხლით გუგუნებს პრესა.შრომა ამ ჭაობსარღვევს მოსილულს,გზა ახლა ლაფში აღარ ეფლობა,პრესა აშუქებს დიდს, ძლევამოსილსსოციალისტურ აღმშენებლობას.ეხლა ყოველგან, ყოველ კარავთან,ყოველ დაზგასთან მივიდა პრესა.ეძებს მინერალსსაგაზაფხულოს,უკან დახევა მას არ სჩვევია.გამადიდებელ შუქით ნახულობს,მასაც, რაც ძნელი შესამჩნევია.
1931
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი