↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

პრესა

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-131 წთ საკითხავი95269 ნახვა

—
ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“
ომი სიმშვიდეს, ომი რუტინას!ზაჰესი ღამეს ელვარედ ლესავს.ვარსკვლავებს სძინავთ,გრიგალსაც სძინავს,მთებს სძინავთ,მაგრამ არ სძინავს პრესას.მანქანასთან ვწერ.ღამეა. ზრუნვასერთი ლაქაც არ ამეასედებს,როტაციონის მანქანა ბრუნავსდა ხვალისათვის რაზმავს გაზეთებს.მწყობრი მანქანაგრგვინვას მოიღებს,თითქო ბრძოლის დროს ჭექდეს მხედარი,თუ ცოცხალი ხარ - ხმა ამოიღე,სამარეს მიდი, თუ ხარ ცხედარი!ვით ჩქერი მდორესსჭრის და ერევა,მორევს ღამისას სძრავს ეს ჭენება,ასე შეხვდება ერთმანეთს ნგრევა -ძველის ნგრევა და ახლის შენება.პრესა აქ უდრისმერანზე უმალს...პრესასთან ვცხოვრობთ, პრესასთან ვყივით...ძველი ცხოვრების ყოველ სასთუმალსპრესა აღვიძებს ახალი სხივით.ყოველი სოფლის მიწას და ტატნობსგამოფხიზლება უნდა ახაროსტემპი! - მოესმის ქარხნებს და მადნებს,ტემპი! - მოესმის ტყეს და მაღაროს.ველებზე მისითღელავს თივები,მანქანა მიაქვს სახლის ოდენა.ტემპი! - მიჰყვირის კოლექტივები,ტემპი! - ძაგძაგებს ელექტროდენი.აქ წყალვარდნ
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი