↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

პორტრეტი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2024-08-132 წთ საკითხავი95271 ნახვა

—
თავბრუდამხვევი იყო წამები!როგორც მხურვალე კოცნა პირველი,მე სიყმაწვილეს არ ვეწამები:რომ იყო ცივი და გამწირველი.
მე არა ერთხელ მინახავს ვაჟი,რომელიც მღერის ცეცხლის მოდებით,ცისფერ ხომალდით მისცურავს ზღვაში,ზღვა კი გრიალებს თავგამოდებით.
და ვენახები, მოსილი ვაზით,საწნახელების ლურჯი ნავებით.ვაჟი, რომელიც ღვინოს სვამს თასით,თასი კი ელავს საწამლავებით.
თქვენ არაერთხელ ისმენდით ამბავსვაჟისას, ღამით რომ არ იძინებს,სიგიჟით ყნოსავს ვარდებს და ზამბახს,სადაც ღამე და გველი სისინებს.
ო, ვინ გაიგებს გაუგებარ დარდს,ფიქრებს მღელვარეს, ვნებას მდუღარეს;ვაჟი, რომელიც გულზე იბნევს ვარდს,ანდა მუსიკას ისმენს მწუხარეს.
ის, ახალგაზრდა, მიდის სცენაზე,მაგრამ მეორე ფანჯარას აღებსდა გადაჰყურებს გამოფენაზემთვარით დაფერილს მინდვრებს და ბაღებს.
მას წყევლად მისდევს აგერ მრავალიხელების ფენა და ტაშისცემა,მისი ცხოვრება გარდამავალი,უუნაზესი არის პოემა.
ეხლა ის მიჰქრის შიშველი ხმალით!მეორე ეძებს სიცოცხლის ძალას,მაგრამ მოკლული ოცნებით მალითდასცქერის წიგნს და ხმელ თავის ქალას.
ცხოვრება გასწყრა და გაალქაჯდა,მინდვრებში გატყდა ოცნება მწყემსის,ის ბორკილებში ზის, ახალგაზრდა,ის, ახალგაზრდა, ციხეში კვნესის.
ან მოწამლული დაეცა ბაღში,ან თავის მკვლელი იღებს რევოლვერს.და მხოლოდ ღამე თავის წიაღშისაიდუმლოსთვის იწვევს ორივეს.
ეხლა ის მიჰქრის ხრიოკზე ცხენით,შუბლი მოცული აქვს მღვრიე აზრით.ის გადისროლა მერანმა წყენითდა ბილიკებზე მიათრევს ბაწრით.
იგი სვამს ღვინოს, ვით ქარს და წვიმას,მზე კვლავ უყვარდა, გზა არ დაღლოდა.მოშორდა თოვლებს, გასცდა ცუსიმასდა ბარიკადებს მიუახლოვდა.
1927
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი