↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

პრიმიტივი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95275 ნახვა

—
ყოველ თეთრ ღამეს, მთვარიან ღამესვიღაც სალამურს გრძნობით ატირებს,ვარსკვლავნი რთავენ ამ დროს მიდამოს:უცხო ღელეებს, ცისფერ ნაპირებს.გამჭვირვალე ცა თვალებს იტაცებსდა მთვარე რონინს უფრო ახშირებსდა გულიც ამ დროს უფრო ხშირად სცემსდა ცრემლი თვალთგან რბენას აპირებს.მთებს სძინავს. სძინავს, სძინავს მდინარეს,შორი სივრციდან ვერცხლივით მბზინავს.აფრთოვანება აგიჟებს თარებსდა ისარის ფრთით ფიქრი მიფრინავს.და მჯერა: ვინმე განთიადამდეისმენს ამ ოხვრას და მწარე გმინვას,კივის... დაეძებს ნათესავ ლანდებსდა ყველას სძინავს, სძინავს... ოჰ! სძინავს
1915
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი