↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

პროლოგი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95274 ნახვა

—
თამარის, დაშლილი თმის შავი გიშერის,რუსთაველს ციური თან წაჰყვა ვედრება,მერანით გაფრენა დღეს არვის არ შვენის,ძველ განთქმულ რაინდებს ვერავინ ედრება.ბესიკი სასახლის ხატებთან აენთო,ვით ძველი ჰაფიზი, შირაზის ყვავილი.და გმირულ ხანჯლებით დღეს ვეღარ რაინდობს,ოცნების ხანჯლებით მოკლული ფშაველი.მთაწმინდას, დადაფნულს, ძვირფასი სამებასიკვდილის მოოქრულ ვარდებთან აზღაპრებს,ჩემს თვალწინ დასრულდა იმათი წამებადა მიტომ ვიგონებ წუხილით წინაპრებს.შეღამდა. მე წაველ იქ, სადაც სიზმრებიწიგნებში დარდობენ მომხიბვლელ თვალებით.ჰანგები დაჰქროდენ ვით ქარში ისრები,და სული თეთრდება ნათელის ცვალებით.
1910
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი