↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

პროლოგი 100 ლექსის

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95269 ნახვა

—
რა საოცარი დასრულდა წლები!მეფეთა წყება გაჰქრა, ვით ლანდი,მოშორდნენ ტახტებს: ვილჰელმი, კარლოს,ნიკოლოოზი და ფერდინანდი.მაგრამ მწუხარედ მათზე კი არა,სხვაზე იფიქრებს მარტიროლოგი:იმ საშინელ წელს - პოეტი-მეფე -გარდაიცვალა ალექსანდრ ბლოკი,ჰანგების მეფე - დიდი სენ-სანსიდა დირიჟორი ნიკიში მძლავრი...ეკლიან გზაზე დაეცა ბევრი -მხოლოდ მე ერთი გადავრჩი მგზავრი,რომ გამომევლო ჯერარსმენილიქარტეხილები ცეცხლთა ფენისადა მომეტანა საქართველოშისიმღერა ქვეყნის გადარჩენისა!
1925
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი