↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

პუშკინი პარიზში

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2011-09-131 წთ საკითხავი95275 ნახვა

—
პარიზი. კაფე. პალმების ბუჩქისტოლის და სწორისპოეტი ამბობს: ვუსმინოთ პუშკინს,რომ დგას ჩვენს შორის:
„გადავერიოთ ბახუსის ალებს,შორს სევდა-დარდი.ეს გაუმარჯოს მშვენიერ ქალებს,ჩვენ რომ ვუყვარდით!
სავსე თასების ცბიერ ძალაშინუ დაეჭვდებით,ჩავუშვათ ღვინის სიანკარეშიჩვენი ბეჭდები:
ასწით თასები, გადავკრათ უცებ,გადავცდეთ ჩარჩოს,ეს გაუმარჯოს მგოსნების მუზებს,აზრს გაუმარჯოს.
იბრწყინე მარად, დიადო მზეო,იბრწყინე მარად,ვით ეს სანთელი ჰქრება უმწეომზის შუქის კარად,
ისე - ცრუ სიბრძნე უკვდავ აზრის ბჭეს,ვით ნისლი რამე,იხრწნება, ჰქრება. გაუმარჯოს მზეს,ძირს ბნელი ღამე!“
მომეცით ჩრდილი ვარდების ბუჩქის,მომეცით - თასით.ეს გაუმარჯოს ჩვენს ძვირფას პუშკინს!თამამად ასწით!
1940
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი