↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჟ-ს

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2019-06-131 წთ საკითხავი95270 ნახვა

—
(ალბომში)
რომ იცოდე, რა რიგ მიხვევსშავ ბურუსში სევდის ბადე,ყოფნის ზღვაზე მარტოობისსიდუხჭირეც განვიცადე...გამოვცადე ყველაფერი,რაც კი ძალუძს ცნობის ჯადოს,რაც კი ძალუძს ცნობის ჯადოს,რაც კი ძალუძს ობოლ ყვავილს,ღამის ნისლში გამოსცადოს.ვიგრძენ, რაც კი შეიძლებაქვეყანაზე გულმა იგრძნოს,ვიცან - რითაც შეიძლებაკაცი შესწვდეს და გაიცნოს.მხოლოდ ერთი, სამუდამოდსაიდუმლო, დაფარული,შენ თვალებში ვერ გავიგეშენი მეშჩანური გული!
1914
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი