↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ორი სიზმარი

ორბელიანი ვახტანგ

2026-07-182 წთ საკითხავი1098 ნახვა

—
I
ვნახე სიზმარი : აღვსულიყავ მას მთას წმიდასა,სადაცგალობენ ანგელოზნი ღვთის დიდებასა.ჩვენი სამშობლო , მშვენიერი ჩვენი ივერი,მაგრამ ივერი უსულდგმულო, ივერი მკვდარიგარდაშლილიყო ზღვის კიდემდინ ჩემთ თვალთა წინასიცოცხლის ცეცხლი გამქრალიყო მის წიაღს შინა.მზის სხივნი , უხვად ბრწყინვალენი , მაზედ მნათობდნენ,მაგეამ უსულოს და გაყინულს ვეღარ ათბობდნენ,წყალნი ჩდნენე,მაგრამ შემდგარიყო მათ მდინარება,ყვავილთ და მდელოს აღარ ჰქონდათ თვის მცენარება,აღარ იძროდნენ ა.არც ხენი,აძარც ნიავი,ბუნება იყო სრულად მკვდარი, სრულად უძრავი.ვხედავდიმრავალთმაგარ სადგურთ, ტაძართ დიდებულთ,მაგრამ შემუსვრილთ , დარღვეულთა და დატოვებულთ.ეგრეთ უსულო ღემთ თვალთ-წინა დო ივერი,მაგრამ მტკვარიც კი იყო ტურფა და მშვეიერი.ეგრეთ ასულსა ტურფას , წმიდას, ახლადმიცვლილსა,გულ-ხელ დაკრეფილს, გაციებულს და ფერმიხდილსააღარც აცხოვლებს ცა ბრწყინვალე და ქვეყნის შვება,მაგრამ მის სახეს კვლავ უბრწყინავს თვის შვენება.

II

ვნახე სიზმარი: კვლავ აღვედი მას მთას წმიდასა,სადაც გალობენ ანგელოზნი ღვთის დიდებასა.ვხედავდი ივერს , გარდაშლილსა ჩემთ თვალთა წინა,სიცოცხლის წყაროს გაეღვიძნა მის წიაღს შინა.მზის სხივნი , უხვად ბრწყინვალენი, მაზედმნათობდნენდა მის მთა-ბართა და ხეობათ უხვად ათბობდნენწყალნი , ნაკადნი ფრიალოთგან , ქუხილით სჩქეფდნენ,მოკამკამენი მდინარენი ველებზედ რბოდნენ,ზურმუხტი ველნი და ყვავილნი კაცთ და ბუნებასუხვად და მდიდრად უგზავნიდნენ თვის სუნნელებას ,მაგარნ -სადგურნი და პალატნი, წმინდა ტაძარნითვის ნანგრევთაგან დიდებულად იყვნენ ამდგარნი,მხიარული ხმა წერაქვ - ბართა, საღმრთო ხმა ზართა,მაღლა შესძახდა განღვიძებულთ მთათა და ბართა,ვხედავდი ივერს მის ძეთ ხელით, ძლიერის ნებითტურფად მორთულსა მშვენიერის შენობეებით,ვხედავდი მაღალ ცას ნათელსა დამშვენიერსა,დაბლა მიწაზედ —ერს მშრომელსა და ბედნიერსა.გამომეღვიძა . . . . . . . . . .

ორბელიანი ვახტანგ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი