↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

კაცი ის არის

ორბელიანი ვახტანგ

2026-07-181 წთ საკითხავი1107 ნახვა

—
კაცი ის არის ,ვინც ოფლს მიწას ღვრისდა დაუდგრომლით ხელით ძლიერითდედა მიწასადა მისწიაღსჭღვთისამადლობით, მხიარულებით
აპობს და არღვევს ,დაღალავს არ სდევსდა მუნით ნაყოფს აღმოაცენებს ,და იმ ტკბილს ნაყოფსქვრივ- ოხერთ უყოფსდა უშრობს მშიერთ ობოლთა ცრემლებს.
კაცი ის არის ,ვისაც გულს ესმისციური სიტყვა „ ძმობა , ერთობა“და სიყვარულითაღვსილის გულითდავრდომილ ძმათა მოეხმარება,
ვინც საქმით ქველით,გონებით, სწავლითმიახლოვდება მაღალ ღვთაებას,ვინც ცდილობს მისწვდესდა ჭკუით მიხვდესსაღმრთო განგების იდუმალ ნებას,
გამოიძიოსგამოიკვლიოსდიდი, უსაზღვრო ღვთისა ქმნილება,და ჰპოვოს მასშიიმ ღვთის დიდს ღვაწლშიმის საიდუმლო:ჭეშმარიტება.
და მის ძლიერთსიტყვით და აზრით,ვით აბგარ- აბჯრით, მთლად შეიჭ ურვოს,და იგი სიტყვა,მღელავი ვით ზღვა ,მაღლა უშიშრად ერთაამხილოს.
ვინც უდგას შორსასიცრუვეს, შურსა,ვის არ ეხება პირმოთნეობა,აქვს სული წრფელი,სიტყვა ნათელი,გულს დაიმარხა ჭეშმარიტება ,
ვის არა სცხვენის,ვის არ ეშინის,იგი მაღალთა მაღლა ასმინოს,და იმ ღვთაებას,ჭეშმარიტებას,არ დაიზოგოს, თავი შესწიროს.
ვინ ვრაცხოთ კაცად ?არ ვიცი არსად,ვერსად ვერ ვპოვებთ მას წმიდა არსსა.იყო კი ერთი -ის იყო ღმერთი.ისიც უგუნურთ კაცთ აცვეს ჯვარსა!

ორბელიანი ვახტანგ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი