↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ბულბული

ორბელიანი ვახტანგ

2026-07-181 წთ საკითხავი1096 ნახვა

—
ერთს განშორებულს მშვენიერს მტილსავარდი ჰყვაოდა ნაზად, ნარნარად,და მისა ახლოს, მწვანით მოსილსაწყარო მცინარე ურწყვიდა მარად.
გარნა, რა დილა გამოკრთებოდა,ყვავი ყვავყვავით ვარდზე ჯდებოდა,და მისა ახლოს ბულბული წყნარი,ერთს გამხმარ ხესა საწყლად მდომარი,ნაზად და ნელად მწარედ მოსთქმიდადა სჭვრეტდა ყვავს , ვით ვარდს სჯიჯგნიდა.
გნრისხებული ვარდის მფლობელიგარდასჩხაოდა საწყალს ბულბულსა:„ეგრეთ ცუდისა ხმის მქონებელირად არ დასცხრები , რად უხეთქ გულსანარნარად ჩემგან შეყვარებულსა?“გარნა ბულბული ნაზად და წყნარადსტვენდა სიყვარულს მარად და მარად.
რა განვაგრძელო ? მამაცმა ტვავმა,ვითა გულითა , სულითაც შავმა,გრძლად ვარდთა შვება ვერ მოითმინა.ყრიანტალითა და ბრჭ ყალებითაგასჯიჯგნა ვარდი და მსწრაფლ იფრინა.ვარდიცა დაჭკნდა მიწას გდებითა.გარნა ბულბული ნაზად და წყნარადსტვენდა სიყვარულს მარად და მარად....

ორბელიანი ვახტანგ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი