↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ბაქარ ქართლელს (დიმიტრი ყიფიანს)

ორბელიანი ვახტანგ

2026-07-181 წთ საკითხავი1101 ნახვა

—
რისთვის მიწოდებ მე შენ პოეტად?გეტყვი: რასაც მწერ, მწერ მეტსა მეტად!არ ვარ პოეტი; ნიჭი მაღალიჩემს თავზედ მაღლით არ გარდმოსულა,და ჩემს გულ-სულში ცით ნაპერწკალიპოეზიისა არ აღგზნებულა.
არ ვარ პოეტი; წყობილის რითმითდამშვრალს კაცის თვალს ვერ მოვგვრი ცრემლსა,ლექსით ცხოველით, ძლიერით, მდიდრითვერ ავაღელვებ, ვერ აღვძრავ ერსა!
ეტლისგან დევნილს, სულით დავრდომილსსულს ვერ აღვუდგენ, ვერ მივცემ სიმხნეს,და ბოროტზედა კაცსა დაყრდნობილსვერ დავსცემ ზარსა, ვერ მივცემ სიბრძნეს!
მდიდარ-ანგართა, სოფლის მარალტაჭეშმარიტებას ციურს ვერ ვამხელდა დაბრმავებულთ და მძინართ თვალთამგრგვინავის ლექსით მე ვერ ავუხელ!
მშვენიერს, ტურფას, კეკლუც ასულსაჩემის ჩანგითა ვერ ჩავაფიქრებდა მელოდიით იმის ნაზ გულსავერ მივცემ ლმობას, ვერ ავატირებ!
არ ვარ პოეტი: იქ მაღლა ცაშიაზრით მფრინავი ვერ აღვეწევიდა იმის წმინდა, ტურფა ლაჟვარდშივარსკვლავთ, მთოვარეს, მზეს ვერ ვეწევი!
საკმაო არის, რა გითხრა მეტი?ვარ, ვით სხვა კაცი: არ ვარ პოეტი!
მხოლოდ მიკრულსა ამ წუთს სოფელსამიყვარს ვუმზირო დღე ცას ნათელსა;განთიადს - რიჟრაჟს და ტურფა მთიებს,ღამე ბრწინავთა ცაში ვარსკვლავებს.(1883)

ორბელიანი ვახტანგ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი