↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დიდ მარხვის ლოცვა

ორბელიანი ვახტანგ

2026-07-181 წთ საკითხავი1104 ნახვა

—
რა მომესმის გალობა დიდმარხვისადა მის სიტყვა,არ ამ სოფლის, ციური,გულს შორდება მწკივლი ძმათ განკიცხვისა,და გარდმოდის ჩემზედ მადლი ღვთიური
მიცხოვლდება კვლავ ნათლით წმინდით გული,სული ჩემი ცათა აღემართება;მთლად ჩემს არსსა მოიცავს სიხარულიდა უცნობი ამ ქვეყნად სიტკბოება.
დაყრდნობილსა შუბლით ტაძრის ქვაზედატკბილნი ცრემლნი მდინარებენ თვალთაგანიმ ციურის გალობისა ხმაზედა,შორს ამ სოფლის ვაებასა კვალთაგან:
„წარემართოს ლოცვა ჩემი, უფალო,შენ წინაშე, ვითარცა საკმეველი.ხელს აღვიპყრობ შენდა, ღმერთო მაღალო,ეს არს შენდა სამწუხარო ჩემი მსხვერპლი;მომისმინე, მომისმინე უფალო!“

ორბელიანი ვახტანგ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი