პოეზია · ლირიკა
ვერდის
შენი მუსიკა ცეცხლით მთვრალიაქარის ფუგებით სულს განიბანდი.შენთან: სიცოცხლე, მზე, იტალია,მეფე, კავური და გარიბალდი.სამ კუბოს ცქერდი ცრემლში თრობილად,გლოვის ზარს ღამეს რომ არეკიებსდა პოეტისთვის შესანდობელადტირილით ტეხდი მაღალ რეკვიემს.კამელიებით ნაზ ტრავიატასმე შლეიფები გადამესია.ჩემი ვარდები ქაირს მიატანსსადაც აიდა, რადამესია.ლედი მაკბედი საჯადოქროდანშენკენ მოჰქროდა ვნებით ცბიერისპილოს ძვლის, ვერცხლის, ანდა ოქროდანგვირგვინს გინთებდა შენ ბარბიერი.ლენიანოსთან დაიწყო შებმა,ლომბარდიელნი თვლიდნენ იარებსდა ტრუბადურთა საოცარ ხმებმა-ეს ქალაქები გადაიარეს.თეთრი პალაცცო დორიას მკერდი,გადამთვარული და მოლიბრედო...მაშინ ცა იყო მაესტრო ვერდიდა ეს ქვეყანა იყო ლიბრეტტო!
1918