↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "ავდექი, აწი ნამდვილად დროა"

ბერაძე ნუგზარ

2001-08-121 წთ საკითხავი1249 ნახვა

—
`წასვლა სჯობს წამავალისა ...~ხალხურიავდექი, აწი ნამდვილად დროა,დაგლოცავთ, ე, ამ პატარა ჭიქითდა წუთისოფელს ისე ვით ტროასდავყურებ, მიხმობს სინდისი `იქით~.ეს საუკუნე, რომელიც მოვალსოცდამეერთის იქსოვან გრიფით,მეხით დახეთქილ ბერმუხის ზროა,ღრუბლებს რომ ხვეტდა ოდესღაც რიხით.არავითარი ზარი ან გლოვა,მეტადრე, ჩუმი სლუკუნი ლიქნით.ამალგამაში გავდივარ, ხროვასახტად დავტოვე და უხმოდ მივქრი.ჩავყვინთე ჩემივ სულის მორევში,ლექსით ვარსკვლავეთს შევესიზმარე,დიდი იდალგო მარჩევს ტოლებში,დონ ლამანჩელი EEნსიმისმარსე.Mემენტო მორი, ჩემო ტერენტი,სულ ტყუილია, ხომ ნახე, ჯიმა?!პატარა ძრწოლით მოვრჩი ხმელეთიდა ფრთებს `მისოვლებს~ ჟუჟუნა წვიმა.ჰე, გალაკტიონ, შენს გალაქტიკასშევეხიზნები ერთი ტლუ ბიჭი,ჩვენი ხილვები, იცი, რაით ჰგავს?_შენ ხარ უბიწო, მე ვარ გულბილწი.ლაოკოონის გველივით მბოჭავსსინდისის ქენჯნა ხორციელ ყოფის,რაც იყო, _ იყო, გათავდა, მორჩა,შემართული მაქვს ჩახმახზე თოფი.ავდექი, ძმებო, ნამდვილად დროა,სხვა რომ არ იყოს, მელიან აწი,ადამიანი მიწაზე ბრბოა,მერე, ზეცაში იწყება კაცი!..

ბერაძე ნუგზარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი