პოეზია · ლირიკა
*** "მიბედოვლათებს ბედუინი დიუნთა შორის"
მიბედოვლათობს ბედუინი დიუნთა შორის,აქლემის კუზზე გაუწყვია თრიაქ-ნარგილე,ირწევა ჩრდილი,როგორც ზღვაზე ხომალდის მორი,გადარჩენილი ჩაძირვას და ნიავს აგინებს.ფილტვებს უბუგავსუდაბნოის ცხელი ნაბუქი,აუხვევია თავ-ყბა ჩალმით თვინიერ თვალთა,აი, დედასა, რა თვალმრუში, რა მზეჭაბუკი,გამოუგდია სატრფოს ძებნადსიმუხთლეს ქალთა?მიდის,მიიკვლევს საჰარას და დაშვებულ შუბითმიკაწრავს ქვიშას,მიაბოლებს თრიაქს ტაატით,სხვა არცა რაი,მარტოოდენ ყურანი უბით,თვალებით _ მზერა,გულით _ ლეილ, გრძნობით _ საადი.ოდნავ, სულ ოდნავშეურხია ქარმა დოლბანდი,რისი არაბი, რისი სპარსი, ძველი ლაზია,წამოუფრინდა ზედ თვალთა წინმხნედ ლეოპარდი,ხელით ებრდღვნა და ვიტატებით,თრთის ევრაზია.