პოეზია · ლირიკა
*** "აღმოსავლეთით გადმოდგა"
აღმოსავლეთით გადმოდგალაღი ირემი ხარია,მზე ჩაჰფრენოდა რქებშია,კანჭებში ედგა ქარია.გადმოჰბღაოდა ორწოხებს,როგორც შვილმკვდარი ქალია.გადმავაღირე ხირიმი,გამავუცვალე ფალია,მოვკალ, ნეტამც, არ მამეკლა,მამწყდა გული და თვალია,ფუჰ, კაცის გაჩენის დღესა,იმ თავით ცოდვა-ბრალია.დავუჩოქე და ვიტირე,სული ბალღივით დალია,სუ ცრემლად იღველფებოდა,სიცოცხლის ალი-კვალია.