პოეზია · ლირიკა
*** "შევარდენივით ლექსი მიყვარს
ლექსი ვაჟა-ფშაველასშევარდენივით ლექსი მიყვარს,ცერს რომ უბიძგებდა მერე თვითონ უკეთ იცის,როგორ ავარდეს.ჯანი გავარდეს, აი დარდი,ვინმე თუ მიწყენს,ე, იმ დღეს მოვკვდე,ჩემს ჭკვაზე რომ ვერ ვინავარდებ.რა ვქნა, ჯიშში მაქვს ეგ სიფიცხე,ნიჭი ზეფრენის,გინდა მომკალი, ლექსს ვერ ვუთევღამეს დილამდე,მიყვარს, ქორივით გაქნეულიმზისკენ რეფრენიღია სარკმლიდან, ცაში ოდნავროგორც ინათებს!მიმინოსავით ლექსს შევხარი,მზეს რომ ჩამოხევსდა ხოხობივით მოაფეთებსცაზე ცხრათვალას.ნანადირევი ხორცი უყვარს,რა ვქნა ამ ოხერს,ჯერ რიჟრაჟია და ეგ უკვესისხლით გამტყვრალა?!ვერ ვეგუები ნაძალადევ,ყურით სათრევ ლექსს,უნდა ამოსთქვა, თუ რამ გეთქმის,გული ამოჰყვეს.ცოდვაა კაცი, რომ ცოდვილობს,ღამეს ათენებსდა სტრიქონი რომ ამოჰყმუის,კი არ ამოჰყეფს.შევარდენივით ლექსი მიყვარს,ცერს რომ უბიძგებდა მერე თვითონ უკეთ იცის,როგორ ავარდეს.ჯანი გავარდეს, აი დარდი,ვინმე თუ მიწყენს,ე, იმ დღეს მოვკვდე,ჩემს ჭკვაზე რომ ვერ ვინავარდებ!