პოეზია · ლირიკა
*** "მორჩა, გათავდა მივდივარ"
მორჩა, გათავდა, მივდივარ,თვალთ ცრემლით პირმომცინარე,ვერსად წაუხვალ ტიელსა,რამდენიც გინდა, იარე,ფიე, რა ტკბილი ყოფილაეს მწარე წუთისოფელი,მიწა ცით გადათაღული,მზისა და მთვარის მომფენი,სულ ერთი ყლუპი ბინული,კერის კვამლი და ცის ცვარი,საკუთარ ხელით გათლილიშენივე კუბოს ფიცარი.ვიცანი? _ თურმე სადა ხარ,ვის, სად, რას იცნობ განსვლამდე?გინდა მზესაებრ იწვოდე,ჩაქრები, როგორც ასანთი,და მერე გაგიხარია,აღარც დარდი გაქვს, არც ფიქრი,შეგეხსნის აპეურები,ყელს აღარ გღადრავს ტაბიკი.მორჩა, გათავდა და მაინცარ მემეტება უღელი,რა უხერხული რამაა,მკერდს დაკრეფილი გულ-ხელი.