პოეზია · ლირიკა
*** "ვეფხვმა თქო:-ვეფხვი მიტო ვარ"
ვეფხვმა თქო: _ ვეფხვი მიტომ ვარ,თორი დავტორო კარგ ყმისა,კლდეები ჩამავასისხლოდღისა და ღამის გაყრისას,შამამეყრების შავფერა,დამშანთ-დამდაგავ-დამღლისა,შამააცვდების აბჯარი,ხმალს გალევს, მკლავს არ გახრისა,მარტო ი ერთ ყმას ვენაცვლე,ადამიანის სახისას,ჯაბანს რას ვაქნევ ტიალსა,ფასი არა აქვ ძაღლისა,თუ მამკლავს, ისევ მან მამკლას,ისრედ სიკვდილი არც ღირსა,მავჰკლამ და ზედ დავაკვდებიგულის ცეცხლ-სულის ნარგიზად,ნეტა, შავქალა რად არ ვარ,კოცნით ვკვდებოდე მაგისად,მაგის სურვილით ვწვებოდე,მაგის ცხელ სუნთქვა ბაგისად? _ქალმა თქო: _ ქალი მიტომ ვარ,ვეფხვთან მორკინალს ვყვარობდე,იმის ნადელგმარ გულ-მკერდზეუცხო ყოილად ვხარობდე,იმის გამთოლავ თოლებსა,თვითანვე დავითხაროდე,მამიკლვენ? _ პირმცინარითამიწაში ჩავიხაროდე.ლექსმა თქო: _ ლექსი მიტომ ვარარდავიწყებად ვრჩებოდე,თავით დავენთო ლაღებსა,სანთელ-საკმევლად ვდნებოდე,დავედგა ციხე-კოშკადა, _გაუტეხლობას ვრჩეობდე,იმათ მოყვრების დაზრდაშიღმერთსა და კაცთა ვმწეობდე.დედამ თქო: _ დედა მითა ვარ,ლეკვებსა ვზრდიდე მგლისათა,შარცხვენის ფიქრი დასდევდეთამ წუთისოფლის შიშადა.სიკვდილმა: _ მე რო არ ვიყვე,გულს აიყრიდით ცდაზედა,ეგ რვალის აბჯარ-ჯავშანიდაგჟანგდებოდათ ტანზედა,არც მე მიხარის გულქვობა,ყაშყაში ორბის ხმაზედა,სიცოცხლით შაბეზრებულნითავს შაიქცევდით რაზედა?სიცოცხლემ: _ შავქმენ სიკვდილი,კარგ ყმათ საცდელად ჭირშია,არდარიდებად სათქმელისპირდაპირ მიხლად პირშია,კაი ყმა არას ამბობდა,თვალი ეჭირა მტერზედა,ნიადაგ გაუტეხელივეფხვივით იდგა ცერზედა,მამულზე გადალეულსადაშნა შვენოდა წენზედა...