პოეზია · ლირიკა
*** "სულ-კალმახს გამაქცეული"
სულ-კალმახს გამაქცეულიცამცუმი შამხვდა გზაზედა,არც მე ვუტიე, არც იმან,საქმე მიგიდგა ცდაზედა,მაჰგლიჯა მუხის მარგილი,ხელი გავიკარ ხმალზედა,ის იყო უნდა შავბმოდით _ცრემლი მაადგა თვალზედა,წყარო რომ ჩამადიოდათებრონე იდგა წყალზედა,რა ვნახე ადამიანო? _თვალი დაურჩა ქალზედა,გული რამ შაუფრთხიალდა,ბულბულს დამსგავსდა ნარზედა,ეგ არის მამრის ჯილაგი, _სიკვდილიც ადგეს კარზედა,სუ ღიმიჩენით დადნებისდიაცის დანახვაზედა,გავუშვი, რა უნდა მექნა,თავის ჯავრ-საფიქრალზედა,მის მემრე არსად მინახამს,ვერც დავდგომივარ კვალზედა,ეგების სადმე ჩაიწვათავისავ გულის ალზედა...