პოეზია · ლირიკა
ლახტი
ლახტი, ლახტი, ლახტუნა,ლახტს თამაშობს დათუნა.დაიჯაბნა ციყვუნამ,ახტუნა და ახტუნა.აუწითლა ლოყები,აუჭრელა გვერდები,ძლივსღა დადის, წუწუნებს:-ეხ, ციყუნავ, ვბერდები!შენ კი, სულ არ ვიცოდი,რა მარჯვე ხარ, რა მალი!კარგი, გეყო თამაში,დამიბრუნე ქამარი.-რაო, რაო, რას ბრძანებ?ხომ მოგიგე, ძამიკო!ეს ქამარი ჩემია,სახლში უნდა წავიღო!-დათუნია ატირდა,ცრემლი მოსდის ღვარღვარით:-შინ როგორღა წავიდე,ჩამვარდება შარვალი.