↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ვარდის ფოთოლი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2018-06-131 წთ საკითხავი95273 ნახვა

—
ალბათ მგოსანმა ჩადო ძველ წიგნშიგაყვითლებული ვარდის ფოთოლი,ქალწულის ხელმა მიუძღვნა იგი,დიდება ნაზი, დიდება წრფელი.და ამ საჩუქარს ის ინახავდაგანუწყვეტელის ცრემლების ფრქვევით,სანამ მეორე ვინმე მგოსანიარ შემოვიდა მასთან შემთხვევით.დაფნის გვირგვინით შუბლშემკობილი,- იცი? - ღიმილით ეტყოდა პირველს -მე ამ გვირგვინით ხალხმა შემამკო,არ ჰგავს შენს ღმერთას და შემომწირველს.პირველ მგოსანში შურმა იფეთქა,დასწვა გულისთქმამ, მაგრამ შეჩერდადა უპასუხა: ‘ხალხს მუხლმოდრეკილსიპოვის მუდამ, ვინც შენებრ მღერდა.მისთვის კი, ვინაც სიყმაწვილიდანგასცდება ხალხს და განაპირდება,ვარდის ფოთოლიც საკმარისია,დაფნის გვირგვინი მას არ სჭირდება!"
1914
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი