↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ...და კვლავ იწყება ახალი წელი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2019-06-131 წთ საკითხავი95305 ნახვა

—
...და კვლავ იწყება ახალი წელი...და ისე, როგორც ძველი, თავდება;დღე მომავალი, დღე ხვალინდელიგუშინდელ დღისგან არ განსხვავდება.ირგვლივ კაცთ სახე დაღონებულიხვალინდელ დღესაც არ განშორდება.მოწყენილობა და წუთების თვლახვალაც იგივე განმეორდება.ძლივს შესამჩნევი სხვადასხვაობავერ შეცვლის ერთ მთელ არარაობას...აი, ცხოვრება! მე მასში ვრაცხდიდიდს, განუსაზღვრელ სანახაობას;ვრცელ ასპარეზად მიმაჩნდა იგი,მოქმედებისთვის ფართო და სრული;ნამდვილად... იგი ბილიკი არისვიწრო, ეკლებით შემოსაზღვრული.მე მჯეროდა, რომ ბედნიერებასუფევს კაცთათვის გაჩენილ დღეში,და ნამდვილად კი ბედნიერ დღეებსსულ ათს თუ დავთვლი ჩემს სიცოცხლეში.მე მჯეროდა, რომ შვება სუფევდაუჩინრად სადმე: ქვეყნად თუ ცაში,ნამდვილად იგი არსად არ სუფევს,არც ცის სივრცეში, არც ქვეყანაში.დავასამარეთ ფუჭი ოცნება,მოწყენილობა დარჩა უცვლელი,ძლივს ძველი წელი საფლავს მივეცით,მაგრამ კვლავ მოდის მსგავსივე წელი!
1914
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი