↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მარტო არა ხარ

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2019-06-132 წთ საკითხავი95277 ნახვა

—
ნუ ერწმუნები, ნუ ერწმუნებიქალის ნაზ ღიმილს და თვალთა ცქერას,იგი წაგართმევს სულის სიწრფელეს,იგი მოშხამავს ციურ სიმღერას.როდესაც იგრძნო, რომ ის გშორდება,უტოლმეგობროდ მალე გაგრიყავს,ნუ დაივიწყებ იმ მწუხარე დროს,რომ მარტო არ ხარ, რომ სხვა ღმერთიც გყავს.ნუ დაენდობი შენს ყალბ მეგობარს,თავისუფლება ვინ დაიმონა?ან იმათში ფეთქს მონური გულიდა ან შენა ხარ იმათი მონა.როდესაც იგრძნო, რომ მათი ხედვაშენდამი წმინდა ყვავილებს ჰკარგავს,ნუ დაივიწყებ იმ მწუხარე დროს,რომ მარტო არ ხარ, რომ სხვა ღმერთიც გყავს.რა არის კაცთა ქება-დიდება,იგი ფუჭია და წარმავალი,ბევრს ყოვლისშემძლე სწამდა დიდება,რომ მოეხიბლა მით მხოლოდ ქალი.წარვიდა ის დრო... დღევანდელი დღეწარსულ იმედებს არ ჰგავს და არ ჰგავს.წარვიდა ის დრო... მე მაინც მჯერა,რომ მარტო არ ხარ, რომ სხვა ღმერთიც გყავს.ოდეს დაჰკარგო თავშესაფარი,არსით არა სჩნდეს ბინა ისეთი,რომ იქ იპოვო შენ მყუდროება,რომ იქ იპოვო შენ შენი ღმერთი,ნუ დაღონდები... არსებობს მხარე,სად თანაგრძნობაც არსებობს შენთვის,იქ დაუდეგარ, მეოცნებე სულს -ბინა ექნება მუდამ, ყოველთვის.იქ მაღლდებოდა პეტრარკას სული,იქ მუსიკობდა თვით დანტეს ქნარი,ღელვამ შელლისა და ბაირონისმხოლოდ იქ ჰპოვა ნავთსაყუდარი.იქ რუსთაველის დატრიალებდაშემოქმედების დიდი ნადიმიდა იქ რეკავდა უცნაურ გრძნებითბარათაშვილის მწუხარე სიმი.ვაი მას, ვისაც მარტოობის ჟამსვერა რა შველის, ვერა რა იხსნის,შენ კი, მძლეველო, მარტო არა ხარ,და თვით წამებაც შენვე ღმერთად გქმნის.
1914
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი