↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

არ განახლდება, არ დაბრუნდება

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2019-06-131 წთ საკითხავი95281 ნახვა

—
ნიავი დაქრის... სასაფლაოზეღამე ეშვება... მთები ბინდდება...შემოვა ქალი, დაჯდება ქვაზედა მწარედ, მწარედ აქვითინდება.ქვითინი იგი მიწას ჩასწვდება,ცრემლები კიდევ - ყვავილთა ძირებს,გამოიგლოვებს სიყვარულს პირველს,სიცოცხლეს თვისას გამოიტირებს.ნუგეში არ სურს ობლადა შთენილს,თვითონაც იცის, რისთვისაც კვდება -არ განახლდება კიდევ იგი დრო,ბედნიერება არ დაბრუნდება!
1914
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი