↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ბინდის სტუმარი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2019-06-131 წთ საკითხავი95277 ნახვა

—
ოჰ, გევედრები, ნუ შემიშფოთებლოცვას მხურვალეს, ლოცვას პოეტურს...შუაღამეა... მოვსთქვამ და ვგოდებ...- შენთან ყოფნა მსურს... შენთან ყოფნა მსურს...
- ბინდი ღამისა გადაიშალა,განთიადია... მე ვიტანჯები...სად მიგაქვს სუნთქვა... სად მიგაქვს ძალა?- შენთან დავრჩები... შენთან დავრჩები!
- ნაზი, წარმტაცი და მიმზიდველიახალი მხარე, ახალი ბინა,ჯადოთა მხარე შიშველ-ტიტველიმე მარტოობამ შემამჩნევინა.
წყეულ იყავ შენ... შენს სუნთქვას ძლიერსგრძნობამ წუთები გადაატანა,რას შთამისახავ ახალს, ზეციერს?- იყავ დემონი, იყავ სატანა!
- მაგრამ შენ ვინ ხარ? დიდების სახე,თუ უკვდავების ნაზი სამოსი?სევდა ხარ ღამის, თუ სივაგლახე,თუ სიცივე ხარ სასაფლაოსი?
ოჰ, ნეტავი მეც გამაგებინა,რას მიმზადებენ ჟამნი და დრონი...ოჰ, მიპასუხე, ვინა ხარ, ვინა?..- იყავ სატანა, იყავ დემონი!
1914
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი