↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

როგორც სინათლე მოხეტიალე

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2019-06-131 წთ საკითხავი95276 ნახვა

—
როგორც სინათლე მოხეტიალე,გადივლის თვალწინ ოცნებათ გუნდი,მოჩვენებებში და სიზმარცხადშიჩაახვევს ფიქრებს ღამის ბინდბუნდი.ამ ბინდბუნდშიაც ნაზ ფრთაშეხებითსიცხადის შვილი, ტკბილ დღეთა კრება,როგორც სინათლე მოხეტიალე,ისე გადივლის, ისე გაქრება.
1914
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი