↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შავი ყორანი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2019-06-131 წთ საკითხავი95271 ნახვა

—
გზა გავიარე... მსურს მოვიხედოდა დავინახო მთისა ქედები;შავი ყორანი გზაზე მომჩხავის:‘ნუ იხედები... ნუ იხედები!"
გზაზე მივდივარ... მსურს გავარკვიოგასავლელი გზის სივრცე უცვლელი;შავი ყორანი ისევ მომჩხავის:‘შორს ნუ გასცქერი... შორს ნურვის ელი!"
მაგრამ სადა ვარ? გზა აღარა სჩანს,ამ სიბნელეშიც გაჭირდა გავლა;შავმა ყორანმა ფრთა ფრთას შემოჰკრა,შავმა ყორანმა თავზე დამჩხავლა...
გადაიფრინა და მომაგონადრო, უბედობის გვერდით მხლებელი,ჟამი - ყველაფრის მქნელ-გარდამქმნელი,სივრცე - ყველაფრის მიმტევებელი.
1914
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი