↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

პროტესტი კულისებიდან

აბუსელიძე როინ

2026-07-181 წთ საკითხავი21881 ნახვა

—
(სარკესთან საკითხავი)
სახურავებზე ელვა აზის ბებერ ანტენებს,დახეთქილ მინებს გაუჩრიათ პირში ფარდები,ქართულად წვიმს და შენ სიკვდილთან ღამეს ათენებ,მერე კი, როგორც ცუდი ფილმი, ისე მთავრდები.
რადგან იცხოვრე შენი გზით და სხვისი წესებით,წუთი-სოფელშიც ოცი წელი ისე გივლია,თითქოს მსოფლიო შეისრუტე, ხოლო ლექსებისმცირე რვეულში გადაწერე მთელი ბიბლია...
წვიმს უნიათოდ, ოთახში კი წვეთავს ნიათი,წერ და თევზაობ ყოფნასა და შორის არყოფნის,ხოლო სურვილებს იმოდენა სივრცე მიართვი,გრჩება შეგრძნება, რომ სიკვდილი გაქვს და არ გყოფნის.
მაგრამ, სანამდის საფეთქლები სტრიქონს გაცრიან,ალბათ აჯობებს, ტრომბონებში რომ გადმოერთოდა თუ მუსიკას ირჩევ ლექსში თექვსმეტმარცვლიანს,ასე გამოდის, სხვის დაკრულზე ცეკვავ პოეტო,
ან მეორდები, ანდა ელვა ბებერ ანტენებსისევ აწვალებს. შენ მაჯებზე გაზის მიზნები,ზიხარ ზოგადად და ღამესთან ღამეს ათენებ,ყოველ დილით კი ერთი დღით და ლექსით იზრდები.
აბუსელიძე როინ

აბუსელიძე როინ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი