↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

საღამო (მნათობი)

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2022-08-132 წთ საკითხავი95267 ნახვა

—
1მნათობი მთებში გადაიმალა,სხივი კი ისევ ცას აელვარებს...წმინდა ლაჟვარდი მუქმა შესცვალა,აგერ ვარსკვლავიც ანაზებს თვალებს.მშვიდობით მზეო!.. ვეღარ იხილოსმგოსანმა სხივი სიყვარულისა,შენი შვენება რა დაიჩრდილოს,მან სად იპოვოს შვება სულისა?
2ერთხელ დღე იყო... დღე ნეტარი, გაშუქებული,სხვაგვარ ღიმილით ირხეოდა სამშობლო მხარე,მწუხრი, სიბნელე უკუნეთში იყო შთანთქმული,აღარსად სჩანდა ციხე ბნელი, ცივი სამარე...სულს იტაცებდა ნეტარება, შვება საამო,ამური ნაზი უზრუნველად დაცქრიალებდა,ამ დროს ჩრდილოდან გაიშალა სევდის საღამოდა მოეფინა კიდით კიდეს უძრავი სევდა...
3გახსოვს ბუნება ნეტარებით აყვავებული?გახსოვს მინდორი მოქარგული ია-ვარდებით?ახ, სად გაფრინდა ჩვენი სხივი და გაზაფხული,რად შევმოსილვართ შავბნელ ფიქრით და მწუხარებით?მე კი მიყვარდა... მაგრამ, ხედავ, გამოიცვალასახე ნარნარი უკვდავების გამომხატველი,აწ გაზაფხულმა სულ დაჰკარგა ის ძველი ძალა,სხვაგვარის მწუხრით შებურვილა მთა, ტყე და ველი!
4თრთიან, კვნესიან, იმალებიან,უთრთიან მნათობს და გაზაფხულსა,ახალ სხივებს ვერ შერიგებიანვარდ-ყვავილებით შემოქარგულსა.მათი ედემი ის საკანია,სადაც ცხოვრებას ასამარებენ,სადაც მზის სხივი ვერ ჩასწვდენია,სადაც დილასაც დააღამებენ.
5მითხარი, რისთვის დაღვრემილა მთისა მწვერვალი,მითხარი, რისთვის დაუხრია ძირს სუმბულს თავი,რად შესწყდა ქროლა ნიავისა თავისუფალი,რისთვის, ოჰ, რისთვის დაგვხარხარებს სულთამხუთავი?მითხარი, ღრუბლით ცისა სივრცე რად იმოსება?რად სურს, რომ მდელო და ყვავილნი ცრემლით დანამოს?აწ შენსა მგოსანს, მითხარ, გული რად მიღონდება,როს შავი ჩრდილი დასტრიალებს მდუმარ საღამოს?
1909
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი