↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მეგობარს

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2022-08-131 წთ საკითხავი95274 ნახვა

—
ისევ ის სევდა... ისევ კვნესა, ტანჯვა-წამება,ოჰ, სად ხარ, სად ხარ, მეგობარო, მომეცი ხელი!ბედით ტანჯული, უთვისტომო, არ გებრალება?არ გებრალება სიყმაწვილე ჯერ გაუშლელი?ოჰ, რომ იცოდე, თუ რა ცეცხლი ტრიალებს გულში,რარიგ მიშფოთავს მკერდი ესდენ დაწყლულებული,მაგრამ მზადა ვარ, მეგობარო, შენს სიყვარულშისიტყვაუთქმელად, უშფოთველად დავლიო სული!სხვები მიცქერენ, როგორც მავნე სენით შეპყრობილსდა გატაცებულს დიდებაზე ფუჭის ოცნებით...რარიგ სცდებიან... მკერდს მოღლილს და ისრით გაპობილსსხვაგვარ იმედით ვასხიოსნებ, სხვაგვარის მცნებით.შენ, მეგობარო, შენ ხარ ჩემი იმედი ტკბილი...ვერ შემაშინებს ვერცა ტანჯვა, ვერცა - წამება,ნავს გავაცურებ... მეგობრული შენი ღიმილიიქნება ჩემი აღთქმის მხარე და ნეტარება!
1909
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი