↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ვარდი კოკობი გადაფურჩქვნილი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2022-08-131 წთ საკითხავი95283 ნახვა

—
ვარდი კოკობი გადაფურჩქვნილიროცა ვიხილე, ვიგრძენ ცხოვრება,მაგრამ რა ხელი მისკენ გავწიე,ის სწრაფად მოსწყდა, ეკლებს დაება.
ჩემო სიცოცხლევ, თუ დაგენდობი,იმედს მომიკლავ, განა არ ვიცი?ოჰ, შენ თვალთმაქცობ... სულ ტყუილია,შენი ვედრება და შენი ფიცი!
1909
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი