↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მხოლოდ ბუნება

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2022-08-131 წთ საკითხავი95274 ნახვა

—
1ნუ მომაგონებ, ჩემო ღვთაებავ,იმ ნეტარ ღიმილს, იმ სავსე ღამეს:ვერ ვეღირსები ბედნიერებას,ვერ ვეღირსები კვლავ იმ სიამეს,ვერ ვეღირსები კვლავ იმგვარ კოცნას,ბურუსში ხვეულს ტკბილს და მომხიბლავს...ნუ მომაგონებ დაკარგულ ედემს,ნუ მომაგონებ ჩემს შავბნელ საფლავს!
2შენს თვალებში სიცოცხლე კრთისტკბილ-ნეტარი, მოკამკამე,ხან ნათელი, ვით დღის შუქი,ხან შავბნელი, როგორც ღამე.მე კი, ტურფავ, საფლავი ვარ,გულცივი და მარტოდმარტო...არრა მატკბობს... არც მსურს ვისმესგულის ფიქრი განვუმარტო.
3ღამეა... ცელქი ნიავი დაჰქრის,მთვარე ღიმილით მესაუბრება:„შენ შეგითვისებს, სულით ობოლო,მხოლოდ ბუნება, მხოლოდ ბუნება!“რითმების გუნდი გარს მომხვევია,ყვავილი წყნარად მეჩურჩულება:„სულით ობოლო, შენ შეგითვისებსმხოლოდ ბუნება, მხოლოდ ბუნება!..“
1910
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი