↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

არდადეგების გაგრძელება

ალხაზიშვილი გივი

2026-07-181 წთ საკითხავი10686 ნახვა

—
ფერადი ფანქრები,ობოლი ბავშვების ფიქრებში წათლილი:ყვითელი _ მზის ლაქა,მწვანე და წითელი _ ყანა და ყაყაჩოდა ლურჯი... საღამოს ცასთან წათვლემილი,სხვა _ წვერმოოქრული,მზეებს რომ დახატავს და სახლის სახურავს,აწოწილ საკვამურს, ზოზინა კვამლითზეცას რომ აღრმავებს,სადაც ჩამალულაყივილი უთვალავ მამლის.
ზაფხულის ნიავი _ნანატრი გადია,გულში რომ ჩაგიკრავს და გეალერსებადა შენში იღვიძებს უგამჭვირვალესიშეგრძნება ნაივის,რომ ისევ შენშია, რაც მუდამ მიმოდის;არც მაშინ იცოდი, რომ ეს დრო ჩაივლის _თვალებში არეკლილ სეზონის ბრწყინვით დაუცნობი დუეტის მჭვრეტელი აივნით.
მე ქარმა ხელახლა დამკარგა ფრანივით,ფრენს ფიქრი, ფუტკარი, ფრთები სიფრიფანადაბზუის ყვავილებს, დაეძებს ნექტარსდა არ მერცხვინება, დღემდე რომ ვეკუთნიშეყვარებულების საეჭვო სექტას.
არავინ წასულა, ისევ აქ არიან,ჩემში განაგრძობენ სიცოცხლეს ესენი,ვცხოვრობ შვილიშვილის დახატულ სახლში დაგარს მივლის ჩემივე დღეების მესერი.
ალხაზიშვილი გივი

ალხაზიშვილი გივი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი