პოეზია · ლირიკა
ახლაც კი ჩიფჩიფებს
ახლაც კი ჩიფჩიფებს, შენში ქადაგი ხტის:"ღამეთა თევაში ფულს ვინ გადაგიხდის"?!ეგ სულიც, სხეულის კედლებს რომ აწყდება,იმარჯვებს, როდესაც ხელახლა მარცხდება.შენ მარცხს შეეჩვიე, ვით კარის მეზობელს,იგივე იგავებს გი(ვ)ამბობს ეზოპე.