↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ბაგრატის ტაძრის ნანგრევებთან

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2022-08-131 წთ საკითხავი95275 ნახვა

—
(მიბაძვა)
ცის კაბადონს ანათებს მთვარე ცეცხლად ნთებული,ვარსკვლავთ ფერხულს ღიმილით, წყნარად უახლოვდება,დახავსებულ ნანგრევთან ვდგევარ გარინდებულიდა ფიქრები ჩემს გულში გროვდება და გროვდება.ამ დროს თითქო საფლავით დგება ჩვენი წარსული,დგება ძველი გმირები, რაზმი ქუხილით დგება,იღვიძებს მკვდართ სავანე, დამფრთხალი, გაძარცული,ხედავს ტაძარს დანგრეულს და გული ეთუთქება.გვირგვინოსანს ეძახის.. და მწარე ხმით ქვითინებს,აჰა, ირყევა ლოდი, გვირგვინოსანიც დგება,ყივის და ბრძოლისაკენ იწვევს მამულიშვილებს,ეძახის, მაგრამ მაინც საშველად არვინ სჩნდება!მხოლოდ ფაზისის მხრიდან დუდუნი გააქვთ ზვირთებს,მხოლოდ ფაზისის ისმის ოხვრა აზვირთებული.სძინავს მიდამოს დაღლილს, სძინავთ ცად ატყორცნილ მთებს,და მთელი რაზმიც ჰქრება, კაეშანს მიცემული.ცაზე კი ისევ სცურავს მთვარე ცეცხლად ნთებული,ვარსკვლავთ ფერხულს ღიმილით, წყნარად უახლოვდება.დახავსებულ ნანგრევთან ვდგევარ გარინდებულიდა ფიქრები ჩემს გულში ისევ-ისე გროვდება.
1910
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი