↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დავასაფლავეთ

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95279 ნახვა

—
ნაზი ყვავილი ობოლ საფლავსა,ობლად მიგდებულს, კვლავ ამშვენებდა,გაზაფხულისა ნიავი ნელისურნელსა არეს მიმოაკმევდა.სიჩუმე იყო სასაფლაოზე,ეთერის სული აქა-იქ ჰქროდა,იცრემლებოდა ვარდი მდელოზედა გულ-საკლავად წყარო სტიროდა.
დიდი ხანია, რაც მეგობარიჩვენთან არ არის: დავასაფლავეთ!შემომეჩვია სევდა საზარიდა გულ-ღვიძლს მიღრღნის ნელ-ნელ და მწვავეთ.მეგობრის სახეს სხვა ძლიერებათვალ-წინ მიხატავს ძილში თუ ცხადში.მრავალთ ძალ-ღონე ქვეყნად იხრწნება,ის კი - სიბნელით მოცულ საფლავში.
ოჰ, ქარიშხალო, გთხოვ, გევედრები,საბედისწეროდ გაშალე ფრთები,ნუ გებრალება ახალ-გაზრდობა,ჩემი სიცოცხლე და იმედები.ნუ გებრალება ჩემი ყვავილი,დაჰქუხე რისხვით, დაჰქუხე მწარეთ,სულს არ სტანჯავდეს მეგობრის ჩრდილიდა აღარა ვსთქვა: „დავასაფლავეთ!“
1910
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი