↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ღრუბელს

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95270 ნახვა

—
ოჰ, ნუ დაახშობ მზის სხივებს,სულს ნუ ამოხდი გაზაფხულს.ნუ გადააჭკნობ ტურფა ველსციურ ცრემლებით დანამულს.სიცოცხლის მკრთალი აჩრდილიგულს ტალღასა სცემს მწუხარეს.ამკობდა მინდვრის ყვავილიობლად მიგდებულ სამარეს.დღეს ის ცრემლებს ღვრის.. იტანჯვის,ემშვიდობება მთა-ბარსა,საფლავის გვერდით თვითონ თრთის,თვით ეძებს მყუდრო საფლავსა.ნუ წარიტაცებ ნაზ ყვავილს -ნორჩია, ტურფად გაშლილი,სიყვარულისთვის გულ-გახსნილსუღვთოდ კლავს შენი აჩრდილი.რად? რისთვის? განა სიყვარულსთან უნდა სდევდეს სამარე?ახ... ეყო ტანჯვა სულს და გულს,მაკმარე დარდი, მაკმარე!
1910
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი