↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ვიდექი ხიდთან

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95287 ნახვა

—
ვიდექი ხიდთან... ხავსიან კლდეს გადაყრდნობილიმოუსვენარს და მშფოთარ ჭოროხს გადავსცქეროდი.სავსე ვიყავი აღმაფრენის უხმო ჰანგებით,საგაზაფხულო სული ვიყავ და მე ვმღეროდი -იგვიანებდა რაღაც ჩასვლას მზე სხივ-ელვარედა სიხარული მიმოქროლვით გარს მეხვეოდა,გარეულ ატამს ყვავილების გუნდა ცვივოდადა ნაზ პეპლების თაიგულად თავს მეფრქვეოდა.დღესა ბედნიერს სიხალისით ვესალმებოდი,ვესალმებოდი და მაისის ჰანგებს ვმღეროდი.კორდზე ვიდექი... ხავსიან კლდეს გადაყრდნობილიმოუსვენარ და მშფოთარ ჭოროხს გადავსცქეროდი.
1910
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი