↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ოდესღაც, სადღაც

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95284 ნახვა

—
ოდესღაც, სადღაც, მარტოობაში,გულით ამომსკდა სიმღერა წყნარი,ჩემი სიმღერა ქვითინი იყო,სულით ობლობას კვნესოდა ქნარი.ხანი გავიდა, გადამავიწყდასიმღერა სადღაც, ოდესმე თქმული,სანამ არ ვპოვე მეგობრის გულშიღრმად ჩაქსოვილი და შენახული.ერთხელ, როდესაც გზად მივდიოდი,მე მოვისმინე ჩემივ ნაღველი,ყრმობის ოცნებით გატაცებული,ყმაწვილურ ვნების გამომსახველი.და ვერ ვივიწყებ ქალწულის სახესსადღაც, ოდესმე ფიქრში ზმანებულს,შემდეგ ახდენილს სინამდვილეში,მაგრამ... საკმაოდ დაგვიანებულს.
1911
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი