↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მუხა

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95279 ნახვა

—
მუხა პირველი იგრძნობს ალიონსდა პირველ სალამს განთიადისას,ამაყად გასცქერს მთას კავკასიონს,მეფურ დუმილით დაჰყურებს მიწას.
მუხა პირველი მეხს ეგებება,შეუშფოთებელ და მძლავრ რტოებით,შეუშფოთებლად და მძლავრად კვდება,ველზე მდგომარე განმარტოებით.
ყანებში სადღაც ატირდა ღალღა...ძირს, ძირს ეშვება მოხუცი მუხა,ნაკადს დაეცა, ნაკადმაც ტალღააამღელვარა, ააჩუხჩუხა.
წაიღებს ხსოვნას ჟამი პირქუში,გასცდება დღეებს, განაპირდება;მარტოდენ ჭოტი მუხის ძველ ღრუშიდაისადგურებს და ატირდება!..
1912
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი