↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

იაგუნდა

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95280 ნახვა

—
იაგუნდა! რა რიგ მსურდა, რა რიგ მსურდა, იაგუნდა,რომ მგოსანი ვყოფილიყავ და მემღერა ჰანგი მუდამ.მაგრამ გულმა რა იცოდა, რომ ამ ცეცხლით დაიწოდა,ჰანგმა, ჰანგი გაიწოდა და ზარივით აგუგუნდა: იაგუნდა, იაგუნდა.
გულს რაც ჰქონდა და არ ჰქონდა, მოაგონდა, იაგუნდა,დღეს შეხედა და დადუმდა, წარსულს გაჰყვა და დაღონდა,შენთა თვალთა ღამე ბნელი...იაგუნდა, იაგუნდა.
1915
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი