↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სად დასასრული იყო

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95280 ნახვა

—
სად დასასრული იყოვიწრო, უცნობი ქუჩის,იდგა სანთლების ჯიღა,და ქანდაკება თუჯის.ყრიდენ სანთლები ზოლებს,ჰქროდა სიცივე ბინდის,და იგონებდენ მოლებს,როგორც დაწყევლილ სინდისს.იდგა გაშიშის სევდა,მწარე, ნისლივით ვრცელი,მას ბურუსებზე ხვევდათეთრი ობობას ქსელი.თითქო მოინგრა ზეცასისხლის, სიცილი ლოთის,თითქო მალული მხეციუფსკრულებიდან მოდის.მოდის ბურანი ხანთა,მას ბატონობა ანდენ,სად ყვავილები სჩანდადა დემონებიც სჩანდენ.ვით დამსხვრეული ჭიქაგატყდა ღიმილი ტუჩის,სად დასასრული იყოვიწრო, უცნობი ქუჩის.
1915
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი