↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შენი ღიმილი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95272 ნახვა

—
(ნაწყვეტი ალბომიდან)
...შენი ღიმილი ლეონარდო და-ვინჩის ხელისმე არ მინახავს გაფრენა და გაუკვდავება,მაგრამ მე უფრო სევდიანი რამე ვიხილე:შენი სიკვდილი, შენი ადრე დასაფლავება.
შენი ღიმილი დაეძებდა მზეს იტალიის,ტორკვატოს ცის ქვეშ შენ გელოდენ დიდი მხატვრები...იქ ყველა ციურ აღმაფრენის ცეცხლით მთვრალია,მაგრამ შენ მათი ხელოვნებით ვეღარ დათვრები!
შენ ღიმილს მე თან გავატანე ბედნიერება,სიყვარულიდან გავატანე, რაც კი რამ მქონდა,მაგრამ ღიმილი გაიტაცეს ჩემი გულიდან,როგორც ლუვრიდან გაიტაცეს შორს ჯიოკონდა!
1916
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი