↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჭარხალი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95269 ნახვა

—
ეზოში ყეფდა ბამბურა მურა,ეზოში მწვანე ყვაოდა ბაო.ვაზის ბარდებში სცურავდა სურა,შენ ბანცალებდი, ბურულო ცაო.
ბობრი ბელავდა კახამბალს, ბჟოლას,ბირკვილს ბატები ქარმა მორეკა,ცა წამოიწყებს მსხვილ წვიმის სროლასდა აბლაბუდას კრებს ბობორიკა.
ჟვერი, ჟალტამი! მოჭრილი სამხარს,ნახირი მოდის საღამო დროის,უცებ მოყვება ჭარხალი ხარხარსდა ქალი ჰკივის იმ „დოი-დოი“-ს.
ეკვეთა ქარი ბურდებსა და რტოს,უცებ აშფოთდა ისლი, ჩელტები.ო, სიყმაწვილე! აწი არასდროსიმგვარად აღარ ამეტყველდები.
1916
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი