↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დეე, ნუ შეგაკრთობთ

ჭილაძე თამაზ

2026-07-181 წთ საკითხავი4349 ნახვა

—
დე, ნუ შეგაკრთობთ ჩემი წერილი,ცოცხალ ტკივილით მწარედ მბორგავი,ხან ვით ხანჯალი, ყელს მობჯენილი,ხან ეკლიანი ცრემლის გორგალი.
დე, ნუ შეგაკრთობთ ჩემი წერილი,ლექსი _ სისხლის ჯვრით გადასერილი,დე, ნუ იქნებით მკაცრი მსაჯული,თქვენ წინაშეა თქვენგან ტანჯული,მსხვერპლი, სიკვდილით გადარჩენილი.
არ დამცდენია არც ერთი სიტყვა,არც სინანულის, არც სამდურავისდა თუკი ღმერთი ჩემს ამბავს გკითხავთ,ნუ გაამტყუნებთ ღმერთთან ნურავის...
ჭილაძე თამაზ

ჭილაძე თამაზ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი