↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

არწივებს ჩასძინებოდათ

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95273 ნახვა

—
ჩასძინებოდათ არწივებს,სთვლემდნენ მუხათა ტოტები,ბნელ ღამეს ააქარცივებსმკივანი მიკიოტები.არწივებს ჩასძინებოდათ:ბედი არ სთვლემდა ცბიერი,შორითშორს ალი ჩნდებოდა,ცეცხლი გორავდა ძლიერი.ტყეს ცეცხლი ეკიდებოდა,როგორც ძნას შემოდგომისას.არწივებს ჩასძინებოდათ,სიზმრებს ხედავდნენ ომისას.ცეცხლი, ხავსებით დახალულს,გზებს ალით შემოამძივებს,იქ გაჩნდა, სადაც დაღალულსჩასძინებოდათ არწივებს;გამოეღვიძათ არწივებს...ცეცხლი! - შესძახეს წივილით,ცეცხლი! - მიდამოც გასწივის,ცეცხლი! - ტყე ამბობს ტკივილით...არწივებს გაკიდებულიფრთებს ცეცხლი გადაეყარა,ფრთებზე ცეცხლწაკიდებული,შორით გაფრინდნენ ვეღარა.იქვე დაეცენ სამზირად...გულს თუმც გაფრენა სწადიან,დაღლილნი, არაგვის პირადფრთადაკიდულნი დადიან:„არწივი ვნახე დაჭრილიყვავ-ყორნებს ეომებოდა,ეწადა ბეჩავს ადგომა,მაგრამ ვეღარა დგებოდა“.
1916
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი