↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ყველა შანდალში ჩაჰქრა სანთელი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95271 ნახვა

—
ყველა შანდალში ჩაჰქრა სანთელი,ვინ იწყევლება და იკრულება?მე, ის, დემონი, შენ, ჟრუანტელი,ჩვენ სისხლით დავდეთ ხელშეკრულება.
ყველა შანდალში ჩაჰქრა სანთელიდა სიბნელეა გადარუხილი,გავარდა მეხი, ხარობს ქუხილიდა დემონების კორიანტელი.
ქალაქი ხმათა, კვეთა-ცელვათა,ის, დღევანდელი და წინანდელი...და როს დაწყნარდა ქარი ღელვათა,უცებ აენთო ყველა შანდალი.
1916
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი